ფეხბურთი

17:13 | 30.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაკამ და “მილანმა” კონტრაქტი გაწყვიტეს

“მილანისა” და ბრაზილიელი ვარსკვლავის, კაკას გზები ოფიციალურად გაიყარა. “როსონერიმ” დაადასტურა, რომ 32 წლის შემტევ ნახევარმცველთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

2003-2009 წლებში “მილანში” წარმატებით თამაშის შემდეგ, კაკა იტალიურ გუნდს 2013 წელს დაუბრუნდა, მაგრამ “როსონერიში” მხოლოდ ერთი წელი გაატარა. გასულ სეზონში, მან მონაწილეობა 37 მატჩში მიიღო და 9 გოლის გარდა, თავი 5 შედეგიანი გადაცემითაც გამოიჩინა.

გავრცელებული ინფორმაციით, კაკა “ორლანდო სიტიში” გადავა, ხოლო 2015 წლის იანვრამდე მშობლიურ “სან პაულუში” არენდით ითამაშებს.

თეგებიმილანიკაკა
0.123012