ფეხბურთი

13:25 | 9.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაკა: “სკოლარი მუდამ თანმიმდევრული იყო და არც ახლა შეცვლილა”

იტალიური “მილანის” ბრაზილიელი ნახევარმცველი კაკა მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობზე ოცნებობდა, მაგრამ არ გაკვირვებია საკუთარი გვარი ეროვნული გუნდის განაცხადში რომ ვერ ამოიკითხა.

ლუის ფელიპე სკოლარიმ შემადგენლობა შეარჩია და კაკას სხვა ფეხბურთელის წაყვანა არჩია, რის შემდეგაც 32 წლის ფეხბურთელმა Sky Italia-სთან განაცხადა:

“სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზამთ. მე ყველაფერი გავაკეთე, რაც შესაძლებელი იყო. სკოლარი მუდამ თანმიმდევრული იყო და არც ახლა შეცვლილა. მეც და რობინიოც თავდაუზოგავად ვმუშაობდით, ვცდილობდით განაცხადში მოვხვედრილიყავით, მაგრამ გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს. ვფიქრობ, მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტები ბრაზილია, ესპანეთი და გერმანია არიან, მათ მოსდევს იტალია, არგენტინა, ინგლისი და პორტუგალია”.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში კაკამ 7 გოლი გაიტანა.

0.121186