ფეხბურთი

16:38 | 30.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაკა MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში იტალიური "მილანიდან" "ორლანდო სიტიში" გადაბარგებული ბრაზილიელი ფეხბურთელი რიკარდო იზეკსონ კაკა, აშშ-ს ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული guardian ავრცელებს.

"სან პაულოში" განათხოვრებულ ბრაზილიელ შემტევ ნახევარმცველს წლიური ანაზღაურება 7 167 500 დოლარი ექნება, რაც სარეკორდოა. ყველაზე მაღალი ანაზღაურება 2011 წლამდე დევიდ ბექჰემს "ლოს ანჯელეს გალაქსში" ჰქონდა - 6.5 მილიონი დოლარი.

MLS-ში კაკას თამაშის დაწყების შემდეგ, "სიეტლის" თავდამსხმელი კლინტ დემპსი ანაზღაურების მხრივ მეორე ადგილზე გადაინაცვლებს. ამერიკელ ფეხბურთელს წელიწადში 6 695 000 დოლარს გამოიმუშავებს, ხოლო რეიტინგში მესამე-მეოთხე ადგილებზე "ტორონტოს" ფეხბურთელები მაიკლ ბრედლი 6.5 მილიონით და ჯერმეინ დეფო 6.18 მილიონით არიან.  

გიორგი ბალახაძე 

0.113855