“მილანში” დაბრუნებულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ, ტვიტერის საკუთარ გვერდზე ყოფილი კლუბის შესახებ ისაუბრა:
“ძვირფასო მადრიდელებო, ოთხი წელი გავატარე “რეალში” და სამი ტიტული მოვიგე. ძალიან ნასიამოვნები ვარ და ამ დიდებულ კლუბს დიდ პატივს ვცემ. მილანში დავბრუნდი, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. სასიამოვნო წლები გავატარე ესპანეთში და წარმატების მისაღწევად ყველაფერი გავიღე. იყო “რეალის” მაგვარი ისტორიის კლუბში დიდი პატივია. მადლობა “რეალის” თითოეულ წევრს”.
კაკამ “რეალის” მაისურით ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის ნახევარმცველმა “მილანთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გიორგი ბალახაძე