"კლივლენდ კავალიერზის" ლიდერმა კაირი ირვინგმა რეგულარული გათამაშების მორიგ მატჩში "ტორონტოს" წინააღმდეგ (96:100), მესამე მეოთხედის მიმდინარეობისას მხრის ტრავმა მიიღო. ერთერთ სათამაშო ეპიზოდში იგი "რაპტორზის" ლიტველ ცენტრ იონას ვალანჩუნასს შეეჯახა, რის შემდეგაც ერთი ხელით შეასრულა საჯარიმო ტყორცნები და ამის შემდეგ აღარ დაბრუნებულა იგი მატჩში.
კაირიმ პარკეტზე 25 წუთის გატარება მოასწრო და ამ დროის განმავლობაში 12 ქულა, 4 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი მიითვალა.
მატჩის შემდეგ, რენდგენზე გაშუქების შემდეგ დადასტურდა, რომ ირვინგის ტრავმა სერიოზულია და ჯერჯერობით უცნობია მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია