ფეხბურთი

20:05 | 23.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კაგავასთვის “დორტმუნდის” კარი ღიაა

გერმანული “დორტმუნდის” გენერალური დირექტორი ჰანს-იოაკიმ ვაცკე აცხადებს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელისთვის, შინჯი კაგავასთვის მისი გუნდის კარი ყოველთვის ღიაა.

“შინჯისთვის ჩვენი გუნდის კარი ყოველთვის ღიაა, მაგრამ ამ ეტაპზე მისი ტრანსფერის საკითხი არ განიხილება.

კაგავა “მანჩესტერის” ფეხბურთელად რჩება, მაგრამ არასდროს იცი, რა მოხდება ფეხბურთში.” – ციტირებს ვაცკეს სიტყვებს Bild-ი.

შინჯი კაგავა “დორტმუნდში” 2010-12 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც, მან “მანჩესტერ იუნაიტედს” მიაშურა.

0.141997