ფეხბურთი

19:27 | 29.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაგავას “ვალენსიაში” თამაშს “დორტმუნდში” დაბრუნება ურჩევნია

“მანჩესტერ იუნაიტედის” იაპონელ შემტევ ნახევარმცველს, შინჯი კაგავას კარიერის “ვალენსიაში” გაგრძელებას “დორტმუნდში” დაბრუნება ურჩევნია. ამ ინფორმაციას Super Deporte ავრცელებს.

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, 25 წლის ფეხბურთელის შეძენა “ვალენსიას” სურდა და “ღამურები” “მანჩესტერ იუნაიტედს” შეუთანხმდნენ კიდეც, მაგრამ ესპანეთში თამაში თავად კაგავამ იუარა. გავრცელებული ინფორმაციით, იაპონელს “დორტმუნდში” დაბრუნება უნდა, სადაც მან 2 წარმატებული სეზონი ჩაატარა. კაგავა “მანჩესტერში” სწორედ “დორტმუნდიდან” გადავიდა, მაგრამ მან “წითელ ეშმაკებში” იმედები ვერ გაამართლა.

0.123411