ფეხბურთი

13:18 | 12.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაგავამ საზარდული დაიზიანა

იაპონიის ეროვნული ნაკრებისა და დორტმუნდის "ბორუსიაში" დაბრუნებულმა შემტევმა ნახევარმცველმა შინჯი კაგავამ, საზარდულის ტრავმის გამო, გუშინ ვარჯიში ბოლომდე ვერ დაასრულა.

Bუნდესლიგაშპოტ-ის ინფორმაციით, ვარჯიშის შეწყვეტის შემდეგ, იაპონელმა ფეხბურთელმა სამედიცინო გამოკვლევას მიაშურა და უახლოეს მომავალში, კაგავას სარეაბილიტაციო პერიოდის ვადა ცნობილი გახდება.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელი გერმანულ კლუბს ორწლიანი შესვენების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" დაუბრუნდა. კაგავამ დორტმუნდელებთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გიორგი ბალახაძე

0.115953