ფეხბურთი

18:35 | 25.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

კაგავა, ვან პერსი, ვიდიჩი და ჯონსი “ლევერკუზენთან” საეჭვონი არიან

“მანჩესტერ იუნაიტედს”, “ლევერკუზენთან” გასამართ საჩემპიონთალიგო მატჩში, შესაძლოა შინჯი კაგავა, რობინ ვან პერსი, ნემანია ვიდიჩი და ფილ ჯონსი დააკლდეს. ამ ინფორმაციას “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი ავრცელებს.

“კაგავამ ტრავმა ნაკრებში ყოფნის დროს მიიღო. მას ფეხზე რამდენიმე დაბეჟილობა აქვს, მაგრამ დაზიანება სერიოზული არ ჩანს.

ვან პერსის საზარდულის პრობლემა აწუხებს. იმედი მაქვს, ის და ვიდიჩი მასქსიმალურად სწრაფად დაბრუნდებიან. მინდა მჯეროდეს, რომ ისინი “ლევერკუზენის” წინააღმდეგ ითამაშებენ, მაგრამ ამაში დარწმუნებული არ ვარ.

ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ფილ ჯონსის თამაშიც. მას საზარდულის მიდამოებში ტკივილები აწუხებს.” – ციტირებს მოიესის სიტყვებს “მანჩესტერის” ოფიციალური ვებგვერდი.

0.11368