ფეხბურთი

17:43 | 10.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაგავა: “საკუთარი ძალების უნდა ვირწმუნო”

იაპონიის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი, შინჯი კაგავა, მომავალ სეზონს ოპტიმისტურად უყურებს და იმედი აქვს, რომ ინგლისში თავისი საუკეთესო თამაშის ჩვენებას შეძლებს.

მიმდინარე ზაფხულში იაპონელის მომავალი არაერთ კლუბს დაუკავშირეს, რადგან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანჩესტერელთა ახალი მთავარი მწვრთნელი, ლუის ვან გაალი, გუნდში კაგავას ადგილს ვერ ხედავს. თუმცა, ჯერ-ჯერობით, იგი “იუნაიტედის” ფეხბურთელია და მომავალი სეზონისთვის “წითელ ეშმაკებთან” ერთად ემზადება:

“გასულ სეზონში არაფერი გამომდიოდა, რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა. მაგრამ ეს მხოლოდ მაბრაზებს და მომავალ სეზონში ორმაგი მოტივაციით ვითამაშებ. საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცო, რომ ფეხბურთის თამაში შემიძლია.

მომავალ სეზონში მაღალი მიზნებისთვის ვაპირებთ ბრძოლას. ამიტომ, ბევრი მუშაობაა საჭირო.” – განუცხადა კაგავამ ESPN-ს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის იაპონელი “მანჩესტერ იუნაიტედში” 2012 წელს დორტმუნდის ”ბორუსიადან” გადავიდა, მაგრამ ინგლისში ფეხი ვერაფრით მოიკიდა. ორი სეზონის განმავლობაში პრემიერლიგაში ჩატარებულ 38 თამაშში მხოლოდ ექვსი გოლის გატანა შეძლო.

ლევან გოგოტიშვილი

0.117202