ფეხბურთი

12:35 | 1.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

კაგავა: “მეტი უნდა ვიმუშავო”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველ შინჯი კაგავას კარგად ესმის, რატომაც არ ენდობა მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი. იაპონელს ესმის, რომ სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად, აქტიური მუშაობაა საჭირო.

“მწვრთნელის ასეთი გადაწყვეტილება სწორად უნდა გავიგო. უთამაშებლობის მიზეზი ისაა, რომ სათანადოდ მზად არ ვარ. თამაში უნდა გავაუმჯობესო. წინააღმდეგ შემთხვევაში, “ოლდ ტრაფორდზე” თავს ვერ დავიმკვიდრებ. “ვესტ ბრომვიჩთან” მატჩში, იმედი მქონდა, რომ თავს მე-2 ტაიმში გამოვიჩენდი, მაგრამ შემცვალეს”, - ციტირებს აზიელის სიტყვებს ფიფას ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერი” “ვესტ ბრომვიჩთან” დამარცხდა (1:2), კაგავა კი, შესვენებაზე შეცვალეს.

 

0.116886