ფრანგული “მონპელიეს” ნახევარმცველი რემი კაბელა გამოტყდა, რომ ის კარიერის “მარსელში” გაგრძელებითაა დაინტერესებული.
24 წლის ფეხბურთელს “მონპელიესთან” კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მას გუნდის გამოცვლის სურვილი არაერთხელ გამოუთქვამს, ახლა კი, კაბელა იმ გუნდს ასახელებს, რომელში გადასცვლაც სურს.
“აქამდეც მითქვამს, რომ ჩემი შეძენით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. ერთ-ერთი მათგანი “მარსელია”. ამ ეტაპზე, “მონპელიეში” თამაშზე სრულად ვარ კონცენტრირებული. ვნახოთ, რა მოხდება სეზონის ბოლოს, მაგრამ “მარსელში” გადასვლით დაინტერესებული ნამდვილად ვარ.” – აცხადებს კაბელა, რომელმაც ლიგა ერთის მიმდინარე გათამაშებაში 31 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.