ფეხბურთი

23:11 | 4.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჟვანიამ: საჩხერელებთან მთლად მობილიზებული ვერ ვიყავითო

 

ბოლოს ამ გუნდებმა ფრედ 2012 წლის 26 სექტემბერს საჩხერეში ითამაშეს. მანამდეც და შემდეგაც ყველა თამაში თბილისელებმა მოიგეს. თანაც დინამოელები ბოლო დროს დიდი ანგარიშით გამარჯვებას დაეჩვივნენ, წლევანდელ სეზონში, მაგალითად, 6:1 და 5:1 აჯობეს საჩხერელებს. ამიტომ, სავარაუდო იყო, რომ დღესაც ბევრი გოლი გავიდოდა. მაგრამ, როგორც შემდეგ სტუმართა მწვრთნელმა, მალხაზ ჟვანიამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს უთხრა: “გუნდს ეტყობოდა, რომ სრულად არ იყო მობილიზებული. ეს გარკვეულწილად “ზესტაფონთან” მოგებული მატჩის შემდეგ გაჩენილმა თვითრწმენამ განაპირობა. თუმცა, გუნდმა ხასიათი გამოავლინა და წაგება ავირიდეთ თავიდან. მომავალში მეტად უნდა ვიყოთ კონცენტრირებული ყველა თამაშისთვის”.

საჩხერელებმა კი ზედიზედ 5 წაგების შემდეგ პირველი ქულა მოიპოვეს და კვლავაც მეოთხე ადგილზე რჩებიან.

თამაშის ტემპი მაღალი არ იყო. სტუმრებს მცირე ტერიტორიული უპირატესობა ეპყრათ.  თუმცა მალე მათ იძულებითი შეცვლის განხორციელება მოუხდათ. მე-16 წუთზე გიორგი გველესიანმა ტრავმა მიიღო და მის მაგიერ მინდორზე გიორგი ხიდეშელი გავიდა.

ამის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და ერთი-ორჯერ სახიფათოდაც შეუტიეს, განსაკუთრებით ოდიკაძე ცდილობდა. თუმცა პირველი ტაიმი უგოლოდ დამთავრდა. მეორე კი ახალი დაწყებული იყო, როცა ჯაბა ჯიღაურმა გახსნა ანგარიში, მაგრამ მოგვიანებით დაშავდა და შესაცვლელი გახდა.

სტუმრებმა თავისას მაინც მიაღწიეს. დამთავრებამდე 15 წუთით ადრე გაათანაბრეს. ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა ოთარ მარცვალაძემ. ოთარმა საჯარიმოში რამდენიმე მცველს დაახვია თავბრუ და ეფექტურად დაარტყა. წარმოგვიდგენია, სეზონის დასაწყისიდან რომ ეთამაშა საქართველოს ჩემპიონატში, უკვე რამდენი გოლი მოუგროვდებოდა...

ჩიხურა (საჩხერე) – დინამო (თბილისი) 1:1 (0:0)

4 აპრილი. ივანწმინდა. ცენტრალური.

ჩიხურა: თევდორაძე, ჭელიძე, ჩიკვაიძე, დეკანოიძე, კვასხვაძე (წინამძღვრიშვილი 77), შოთა კაშია, ქიმაძე, ოდიკაძე, ჯიღაური (ლომაშვილი 72), ხმალაძე, გაბედავა

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

დინამო: ლორია, გველესიანი (ხიდეშელი 16), კვირკველია, რეხვიაშვილი, იანსე, ძარია, პაპავა, პაპუნაშვილი (გოგა 59), მერებაშვილი (გლიშიჩი 89), ჩისკო, მარცვალაძე

მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია

გოლები: 1:0 ჯიღაური (52), 1:1 მარცვალაძე (77)

გაფრთხილება: იანსე (7), ძარია (61)

მსაჯი: მალხაზ ბეუქლიშვილი

 

სიონი (ბოლნისი) – მეტალურგი (რუსთავი) 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ლობჟანიძე (43), 2:0 კილასონია (58, საკუთარ კარში) 

 

ჩიხურა (საჩხერე) – დინამო (თბილისი) 1:1 (0:0)

გოლი: 1:0 ჯიღაური (52), 1:1 მარცვალაძე (77)

 

ზესტაფონი – გურია (ლანჩხუთი)

5 აპრილი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 18:00

დისკვალიფიცირებულები: ზაზა ჭელიძე (“ზესტაფონი”); ჩუენსუ არნაუ, ალექსანდრე შენგელია, ნიკა კილაზე

მიმდინარე სეზონში: 1:0, 1:0

 

1.           დინამო (თბ)                           25                17             4                4                56:18              55            
2. ზესტაფონი 24 13 4 7 32:16 43
3. სიონი  24 11 6 7 31:24 39
4. ჩიხურა   25 11 6 8 42:38 39
5. მეტალურგი 25 10 6 9 28:29 36
6. გურია  23 11 0 12 25:32 33

 

ტორპედო (ქუთაისი) – დილა (გორი) 0:4 (0:3)

გოლები: ბერიაშვილი (7), 0:2 რაზმაძე (19, პენ), 0:3 შალამბერიძე (30), 0:4 ბერიაშვილი (87) 

გაძევება: თოდუა (17) 

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – მერანი (მარტვილი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კალანდია (69) 

 

სპარტაკი (ცხინვალი) – ზუგდიდი

5 აპრილი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” სათადარიგო მინდორი. 16:00

მიმდინარე სეზონში: 1:1, 2:0

 

1.            დილა                                 25            9               8               8               34:26            35            
2. ვიტ ჯორჯია  25 10 5 10 32:32 35
3. ტორპედო     25 9 5 11 25:36 32
4. სპარტაკი  24 7 3 14 21:32 24
5. ზუგდიდი   24 6 5 13 14:32 23
6. მერანი  25 5 4 16 18:43 19

 

მეგოლეები:

14 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

13 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)

7 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)

6 – თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.371839