სახელოვანმა ბელგიელმა ჩოგბურთელმა ჟუსტინ ენინმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კორტზე დაბრუნების გადაწვეტილება ქალური ემოციურობით ახსნა.
“ჩვენ კაცებისგან ბევრად განვსხვავდებით. ქალების საქციელზე გრძნობები და ემოციები დიდ გავლენას ახდენენ. გარდა ამისა, ქალისთვის სპორტული კარიერისა და ოჯახის შეხამება ძალიან ძნელია. კაცებს მეუღლეებისა და ბავშვების ტურნირებზე ტარება იოლად შეუძლიათ, ჩვენ შემთხვევაში კი, ყველაფერი გაცილებით რთულადაა. ამისთვის, იგივე კიმ კლიისტერსის მაგალითის მოყვანაც კმარა.
დარწმუნებული ვიყავი, რომ საჩოგბურთო კორტზე აღარ დავბრუნდებოდი, თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ სპორტი ძალიან მომენატრა. გამარჯვების წყურვილის დავიწყება ხომ არც ისე იოლი მომენტია. იმ პერიოდში, რაც აქტიურ სპორტს ჩამოვშორდი, ფსიქოლოგიურად, ემოციურადა და ფიზიკურად აღდგენა მოვახერხე. ახლა, მზად ვარ მთელი ენერგია ჩოგბურთს მოვახმარო”, - განაცხადა ენინმა.
შეგახსენებთ, რომ ჟუსტინის პროფესიულ ტურში დაბრუნება 2010 წლის 3-10 იანვარს ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში გასამართ ტურნირზე იგეგმება.







