თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, აკრედიტებულ ჟურნალისტებს, რომლებიც არენაზე მუშაობდნენ, მუშაობის არეალი შეგვიზღუდეს. ამიტომ მეორე წრეში მოასპარეზე ქართველ ფალავნებთან – გენო პეტრიაშვილთან, დავით ხუციშვილთან და მათ მწვრთნელებთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ პეტრიაშვილმა დიდი უპირატესობით მოუგო რუსეთის წამომადგენელ მაგომედ ალი მურასუმოვს და მომდევნო წრეში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. სამწუხაროდ, ხუციშვილი დამარცხდა ასევე რუს ანიუარ გუნიევთან.
“მსოფლიო სპორტისთვის” ცნობილი გახდა, რომ მეორე პერიოდში ხუციშვილმა მხრის ტრავმა მიიღო და შეხვედრის სასურველი ანგარიშით დასრულება ამიტომ ვერ შეძლო.







