ჩოგბურთი

20:27 | 13.12.2013 | ნანახია 1628 - ჯერ

ჟურნალისტებმა რობრედო გამოარჩიეს

 ჩოგბურთზე მწერალი ჟურნალისტების ასოციაციამ (APT) წლის საუკეთესო მოთამაშე გამოავლინა და პირველობა სადღეისოდ რეიტინგსიის 18-ე ნომერს, ესპანელს ტომი რობრედოს ხვდა წილად. 31 წლის რობრედომ 2013-ის სეზონში ორი, კასაბლანკასა და უმაგის ტურნირები მოიგო.

საფრანგეთის ღია პირველობაზე ტომი რობრედო ისტორიაში მეორე ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ სამჯერ ის მატჩი მოიგო, რომელშიც თავდაპირველად 2 სეტი დათმო და 0:2-ს აგებდა. ამასთან, აშშ-ის ღია პირველობის მეოთხე წრეში რობრედომ როჯერ ფედერერი დაამარცხა.

ასოციაციის ვერსიით 2013 წლის ყველაზე პროგრესირებად მოთამაშედ პაბლო კარენო-ბუსტა სცნეს, ამასთან APT-ის საპატიო წევრად ატლანტის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი სერხი ბრუგერა შეიყვანეს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.067657
1628