ფეხბურთი

17:19 | 16.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჟუნინიოს “ლიონში” იწვევენ

“ლიონის” ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად 39 წლის ბრაზილიელ ჟუნინიო პერნამბუკანოს განიხილავს. ეს ინფორმაცია თავად “ლიონის” ყოფილმა კაპიტანმა დაადასტურა RMC-სთან საუბარში.

“ლიონის” პრეზიდენტმა მითხრა, რომ ჩემი გვარი დანარჩენ 3-4 კანდიდატს შორის ფიგურირებს. დაახლოებით 10 დღეში, ამ თემას მივუბრუნდებით. სიმართლე გითხრათ, საფრანგეთიდან ზარს არ ველოდი. არასდროს დამიმალავს, რომ მწვრთნელობა მინდოდა. ვგრძნობ, ამ სამუშაოს თავს კარგად გავართმევ”, - განაცხადა ბრაზილიელმა, რომელიც “ლიონის” ღირსებას 2001-2009 წლებში იცავდა.

შეგახსენებთ, რომ ჟუნინიომ საფეხბურთო კარიერა მიმდინარე წლის იანვარში დაასრულა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110786