ფეხბურთი

12:09 | 17.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟულიუ სეზარი “რომას” უახლოვდება

დიდი ალბათობით, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი ჟულიუ სეზარი იტალიის ჩემპიონატში დაბრუნდება. CNN-ის ცნობით, ლონდონური “ქუინზ პარკ რეინჯერსის” მეკარე “რომასთან” აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მილანის “ინტერის” ყოფილი ფეხბურთელის გადაბირება ლონდონის “არსენალსაც” სურს. გარდა ამისა, რამდენჯერმე გაიჟღერა “მილანის” სახელმაც. სადღეისოდ, ბრაზილიელისთვის ბრძოლაში ფავორიტი მაინც “ჯალოროსია”.

შეგახსენებთ, რომ ჟულიუ სეზარი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში იმყოფება და კონფედერაციის თასზე ასპარეზობს. მისი ბედი ტურნირის დასრულების შემდეგ გადაწყდება.

 

0.125722