ფეხბურთი

15:48 | 6.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟულიუ სეზარი “ნაპოლიში”, დე სანკტისი – “რომაში”

“ნაპოლი” “ქუინზ პარკ რეინჯერსის” მეკარის – ჟულიუ სეზარის გადაბირებას გეგმავს, რის შემდეგაც, 36 წლის კარის დარაჯ მორგან დე სანკტისს “რომაში” გაასხვისებს. ამის შესახებ Sky Italia იუწყება.

მოგეხსენებათ, სეზარი მიმდინარე სატრანსფერო სეზონში სასურველი პერსონაა, რადგან მისი ქპრ ინგლისის ჩემპიონლიგაში გავარდა და კლუბი ამბიციურ მეკარეს უპრობლემოდ დათმობს. რამდენადაც ცნობილია, ბრაზილიელის მსურველმა კლუბმა ლონდონელებს 5 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

თავის მხრივ, “რომა” მაღალი დონის მეკარეს ეძებს და მზადაა, დე სანკტისს 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.

 

0.11438