ფეხბურთი

12:29 | 22.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჟულიო სეზარს წინადადებები არ აქვს

ლონდონის “ქუინზ პარკ რეინჯერსის” მეკარე ჟულიო სეზარი კლუბის შეცვლას იანვრის სატრანსფერო სეზონში გეგმავს. TMW-ს ცნობით, 34 წლის ბრაზილიელს კონკრეტული წინადადებები, ჯერჯერობით, არ აქვს.

“კალიარი”? სარდინიაზე კარგია, რადგან ყოველთვის მზეა. იქ გადასვლის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ამ ეტაპზე, წინადადება არცერთი კლუბისგან მქონია. ჯერჯერობით, არ ვიცი, სად ჩავატარებ სეზონის მეორე ნახევარს. სადღეისოდ, მხოლოდ ვარჯიშებზე ვფიქრობ”, - განაცხადა ვეტერანმა მეკარემ.

ჟულიო სეზარს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ბრაზილიის ეროვნული ნაკრების პირველნომრობა სურს და სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. ევროპული მედიასაშუალებების ინფორმაციით, “კალიარის” გარდა, ბრაზილიელისადმი ინტერესს გენუის “სამპდორიაც” იჩენს.

 

0.120368