ლონდონის “ქუინზ პარკ რეინჯერსიდან” ამერიკულ “ტორონტოში” მოთამაშე ჟულიო სეზარმა ჯერ არ იცის, რომელ კლუბში განაგრძობს კარიერას მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შემდეგ.
“ქპრ-ს ხელმძღვანელობას ჩემი აგვისტოში დაბრუნება სურს. ვნახოთ, რა მოხდება. ლონდონელებთან რამდენიმეწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და როგორც პროფესიონალს, მისი შესრულება მმართებს. ზუსტად ვერ გეტყვით, სად ვითამაშებ მუნდიალის შემდეგ. შესაძლოა, ქპრ-ში დავრჩე, ან კვლავ “ტორონტოში” ვითამაშო. არაა გამორიცხული, სხვა კლუბშიც აღმოვჩდნე.
სიტყვას არ გადავთქვამ. მსოფლიოს ჩემპიონიც რომ გავხდე, თუ ქპრ-ს დავჭირდები, ლონდონში დავრჩები”, - განუცხადა ჟულიო სეზარმა ბრიტანულ მედიას.