ფეხბურთი

13:01 | 21.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟულიო სეზარი “სიტისკენ” მიიწევს

ლონდონის “ქუინზ პარკ რეინჯერსის” მეკარე ჟულიო სეზარი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებში მოსახვედრად იბრძვის და მზადაა, კლუბი იანვრის სატრანსფერო სეზონში შეიცვალოს. Sambafoot-ის ცნობით, 34 წლის კიპერს ლონდონურ კლუბში საქმეები არეული აქვს და გარემოს გამოცვლა სურს. მისი გადაბირებით “მანჩესტერ სიტია” დაინტერესებული.

სეზარს ქპრ-დან აბარგება ზაფხულის სატრანსფერო სეზონშივე სურდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ლონდონელთა თავკაცმა ჰარი რედნაპმა ბრაზილიელი გუნდში დატოვა და სათადარიგოთა სკამზე მიუჩინა ადგილი.

აღსანიშნავია, რომ აპრილის შემდეგ, სეზარმა მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა – ყველა ბრაზილიის ნაკრებში.

 

0.118355