ფეხბურთი

15:49 | 17.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟულიო სეზარი “ქუინზ პარკ რეინჯერსიდან” მიდის

ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე ჟულიო სეზარი სეზონის დასრულების შემდეგ “ქუინზ პარკ რეინჯერსს” დატოვებს, რომელიც პრემიერლიგიდან გავარდა.

ხუთაშაბათს ჟულიო სეზარმა განაცხადა, რომ კვირას “ლივერპულის” წინააღმდეგ სტუმრად ჩასატარებელი მატჩი “ქუინზ პარკ რეინჯერსის” მაისურით მისთვის უკანასკნელი იქნება. თუმცა, ბრაზილიელი არ ამხელს, რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას.

“ჩემი ახალი კლუბი კონფიდენციალური საკითხია. ჩემი მომავალი დღემდე გაურკვევლია. “ქუინზ პარკ რეინჯერსთან” კონტრაქტი კიდევ სამი წლით მაკავშირებს, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა უკვე იცის, რომ ჩემი შენარჩუნება ძნელია. გუნდისთვის რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. ცოტა ხნის წინ ჰარიმ მთხოვა, რომ ბოლო ტურის მატჩი ჩამეტარებინა და შევეცდები კარგად ვითამაშო”, _ იუწყება ბრაზილიელის სიტყვებს ბრიტანული პრესა.


0.129986