კანადური “ტორონტოს” მეკარე ჟულიო სეზარი MLS-სა და პრემიერლიგას ერთმანეთს ადარებს და აცხადებს, რომ ამ ორ ტურნირს შორის ბევრი მსგავსებაა.
“MLS-ი ინგლისის ჩემპიონატისგან დიდად არ განსხვავდება. ტურნირი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული, გულშემატკივრები აქაც კრეატიულები არიან. არ მეგონა, თუ ასეთი სიტუაცია დამხვდებოდა.
ქპრ-ში ჩატარებული პირველი წელი შესანიშნავი იყო, თუ პრემიერლიგიდან გავარდნას არ ჩავთვლით. ინგლისის ჩემპიონატი შესანიშნავადაა ორგანიზებული, ტრიბუნები ყოველთვის სავსეა, ხოლო გულშემატკივრები ფეხბურთელებს პატივს სცემენ.” – აცხადებს ჟულიო სეზარი, რომელიც “ტორონტოში” “ქუინს პარკ რეინჯერსიდანაა” განათხოვრებული.