ფეხბურთი

16:03 | 29.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჟულიო სეზარი “გრემიოს” უახლოვდება

დიდი ალბათობით, ლონდონური “ქუინზ პარკ რეინჯერსის” მეკარე ჟულიო სეზარი სეზონის ბოლომდე “გრემიოში” იასპარეზებს. როგორც თავად 34 წლის ბრაზილიელი აცხადებს, მხარეები საიჯარო შეთანხმებასთან ახლოს არიან.

“ვადასტურებ, რომ “გრემიოსთან” მოლაპარაკების პროცესი უკანასკნელ სტადიაშია. ჯერჯერობით, კონტრაქტი არ გაგვიფორმებია. მიხარია, რომ “გრემიო” ჩემით დაინტერესდა. ეს დიდი კლუბია, რომელიც “ლიბერტადორესის” თასზეც თამაშობს”, - განუცხადა მეკარემ ბრაზილიურ მედიას.

აღსანიშნავია, რომ “გრემიოს” ხელმძღვანელები ჟულიო სეზარის იჯარას, ჯერჯერობით, უარყოფენ.

 

0.120707