მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, “მანჩესტერ იუნაიტედთან” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ თამაში ზუსტად იმ სცენარით წარიმართა, როგორსაც ელოდა.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. უელბეკის თავურს კრიშტიანუ რონალდუმ თავურითვე უპასუხა და მიუხედავად ორივე გუნდის ფეხბურთელების მცდელობისა, ანგარიში აღარ შეცვლილა. ამრიგად, 1/4-ფინალში გამსვლელი გუნდის ვინაობა 5 მარტს “ოლდ ტრაფორდზე” გაირკვევა.
“მატჩის შედეგით გაოცებული სულაც არ ვარ. ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ველოდი. განმეორებითი მატჩის წინ გარკვეული არაფერია და ორივე გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსი აქვს. ვფიქრობ, ინტრიგა მანჩესტერშიც უკანასკნელ წუთამდე შენარჩუნდება. დღევანდელი თამაში სტუმრებმა მაქსიმალურად დისციპლინირებულად ჩაატარეს, ჩვენ კი - არა. “მანჩესტერმა” არატიპიური მანერით ითამაშა. მათი 11-ივე ფეხბურთელი ბურთის უკან იყო და მეორე ნახევარში ჩვენს ნახევარზე თითქმის არც გადმოსულან. ისინი მხოლოდ სტანდარტულ მდგომარეობებს და კონტრშეტევებს ელოდნენ.
“მანჩესტერი” თავს კარგად იცავდა. პირველი მატჩის შედეგი გამარჯვებულის საკითხს ღიად ტოვებს. შანსები ძველებურად 50/50-ზეა. ვფიქრობ, მოწინააღმდეგეს მეტოქის მოედანზე გატანილი გოლი არანაირ უპირატესობას არ აძლევს, რადგან განმეორებით შეხვედრაში ერთ გოლზე მეტის გატანა შეგვიძლია” - ავრცელებს მოურინიოს სიტყვებს უეფა-ს ოფიციალური საიტი.
“მომწონს პირველი მატჩის საკუთარ მოედანზე ჩატარება, რადგან გასვლითი თამაშების, შესაძლოა, შედეგით ძალიან უკმაყოფილო დარჩე. როდესაც განმეორებით თამაშს სტუმრად ატარებ, ზუსტად იცი რაც გჭირდება. ახლა ზუსტად ვიცით რა გვჭირდება “ოლდ ტრაფორდზე” - გოლი უნდა გავიტანოთ და თუ ეს მოვახერხეთ მეტოქეზე წინ ვიქნებით” - დაამატა მოურინიომ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამანაც თუ არ გაამართლა და მაშინ ფეხბურთის ......
გაამართლა რა არიოლი-რეშკა ხო არაა ამხელა პრეზიდენტი კაცი
კაი ახლა, ინფანტინო შვეიცარელია და გლახას რავა იკადრებს...

ა, მეიცა, ბლატერი სადაური იყო?
პრინცების და შეიხების მართვას ისევ ჯობს შეჩვეული ჭირი..
"მცხოვანი ბიზნესმენის განცხადებით, მისმა თანამემამულემ არჩევნები ბინძური გზებით მოიგო და თავისი წინამორბედის გზის გამგრძელებელია."
---------------
კიმარა ინფანტინო შვეიცარელი არაა?
თუ შვეიცარიაში დაბადებული იტალიელია?
ჯანი ინფანტინო არის იტალიური ფესვების (წარმოშობის) მქონე შვეიცარიის მოქალაქე
ხო მეც მასე ვიცი ანუ შვეიცარელია რა.... ზოგადად შვეიცარიის ერთი მეოთხედი თუ მესამედი იტალიური ფესვებითაა და ენაც იტალიური აქვთ (ყოველ შემთხვევაში იტალიური შვეიცარიაში 4 ოფიციალური ენიდან ერთერთია)