ფეხბურთი

12:01 | 29.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: “ფოი არ შემცდარა, ის ასე მუშაობდა”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ირწმუნება, რომ ბირმინგემის “ასტონ ვილასთან” წაგებული მატჩი (0:1), სრულად მთავარი მსაჯის კრის ფოის სინდისზეა.

ეს თამაში ორი კვირის წინ გაიმართა, მაგრამ პორტუგალიელ სპეციალისტს წყენა არ განელებია და Press Association-თან საუბრისას მსაჯი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

“თუ გავიხსენებთ სხვა წაგებულ თამაშებს, მათში ჩვენ მარცხის ნორმალურ მიზეზებს აღმოვაჩენთ, მაგრამ “ასტონ ვილასთან” მატჩში საქმე სულ სხვაგვარადაა. ვერასდროს გავიგებ და შევეგუები იმ მიზეზს, რამაც ამ თამაშის წაგება განაპირობა. ვიღაცამ წარმატებით დააყენა ჩვენს წინაშე ბარიერი და ამ ბარიერმა კარგად იმუშავა. ყველას გვინდა, რომ საფეხბურთო მატჩები ნორმალური იყოს, მაგრამ ეს თამაში ნორმალურთა კატეგორიას არ გაეკუთვნება. როდესაც ნორმალურ მატჩში მარცხდები, წინსვლას განაგრძობ და ცდილობ შეცდომები აღარ გაიმეორო, აღარ წააგო, მაგრამ ვერ მივიღებ მარცხს მსაჯთა ბრიგადის ასეთი მუშაობის შედეგად. ისინი არ შემცდარან, მათ უბრალოდ ასე იმუშავეს” - ხსნის სიტუაციას მოურინიო.

 

 

0.116836