Daily Mail-ის ცნობით, “ჩელსიში” დაბრუნებულ ჟოზე მოურინიოს გუნდში, ამჟამად თურქულ “გალათასარაიში” მოთამაშე დიდიე დროგბას გადაბირება სურს. ისინი შაბათს ლონდონის ერთ-ერთ ფეშენებელურ რესტორანში შეხვედრიან ერთმანეთს და კარგა ხანს უსაუბრიათ, თუმცა სანდო წყაროს თქმით, დროგბას უარი უთქვამს. მიზეზი მისი ასაკი ყოფილა. დროგბა 35 წლისაა და მიაჩნია, რომ პრემიერლიგაში ძველებური წარმატებით ვეღარ ითამაშებს.