ფეხბურთი

18:40 | 2.05.2014 | ნანახია 743 - ჯერ

ჟოზე ანიგო: “მარსელს” ბიელსა ჩაიბარებს”

“მარსელის” სპორტული დირექტორი და მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ჟოზე ანიგო ადასტურებს, რომ ფრანგული კლუბი არგენტინელ სპეციალისტთან, მარსელო ბიელსასთან კონტრაქტს უახლოეს მომავალში გააფორმებს.

“მარსელს” ბიელსა ჩაიბარებს. მცირე დეტალების მოგვარებაღა დაგვრჩა. ეს სავსებით ნორმალური პროცესია.

ამ თემის განხილვა არ ღირს. კლუბი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.” – ციტირებს ანიგოს სიტყვებს L’Equipe.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:54 | 02.05.2014
Madrileño (26972)

ბოტასებიანი ბაბუ მაგარი კაცია ))) გამოადგება მარსელს

0.107384