ძიუდო

13:59 | 17.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟოლიანის ბრინჯაოს მასტერსი

სამმა ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიოს მასტერსზე, ჯამში, მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება მოახერხა, მაგრამ ეს ერთი გამარჯვება ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად გახდა საკმარისი. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლევან ჟორჟოლიანმა სამხრეთ კორეის ქალაქ სუვონში მიმდინარე სეზონის გამხსნელ ტურნირზე ნახევარფინალს უწია და ამით კვარცხლბეკზე ასვლა, სარეიტინგო 160 ქულა და საპრიზო თანხა, 2 ათასი დოლარი გაინაღდა.
ჟორჟოლიანი მასტერსში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაერთო და ეგვიპტელ რამადან დარვიშს წუთსა და 50 წამში იპონით სძლია, კორეელ ჰი-ტაე ჰვანგთან კი, 3 წუთსა და 17 წამში ორჯერ დავარდა ვაზარზე.
დღესვე, კიმონო ვარლამ ლიპარტელიანმაც (90 კგ) მოირგო. კენჭისყრამ ისიც პირდაპირ მეოთხედფინალში ჩასვა, მაგრამ მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორ რუსთან, კირილ დენისოვთან ვერაფერს გახდა და მასტერსი მე-5 ადგილით და 80 სარეიტინგო ქულით დაასრულა. ლიპარტელიანმა მეტოქეს 2 იუკო აუღო, თავად კი ჯერ ვაზარზე დავარდა, ხოლო მე-4 წუთის მიწურულს წმინდად დამარცხდა.
შეგახსენებთ, ქართული გუნდის კიდევ ერთი წევრი, ამირან პაპინაშვილი (60 კგ) ტატამზე გუშინ გავიდა და პირველსავე წრეში დამარცხდა.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094121