ფეხბურთი

11:04 | 16.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟე ჟეზუში: “თასი “ბენფიკას” უნდა აეწია”

ლისაბონის “ბენფიკას” თავკაც ჟორჟე ჟეზუშს მიაჩნია, რომ ევროპის ლიგის მოგებას მისი გუნდი უფრო იმსახურებდა, ვიდრე ლონდონის “ჩელსი”. მატჩის შემდეგ, “არწივების” დამრიგებელი იმედგაცრუებული გახლდათ.

“გოლი 93-ე წუთზე გავუშვით. საბოლოო შედეგი ბევრისთვის მოულოდნელია, რადგან “ბენფიკა” 90 წუთის განმავლობაში უკეთ თამაშობდა. არ გაგვიმართლა, რადგან უპირატესობის ტაბლოზე ასახვა ვერ მოვახერხეთ. არადა, ამას ვიმსახურებდით. ჩემმა ფეხბურთელებმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს, მაგრამ ფორტუნამ ზურგი გვაქცია. ფინალს ერთი გუნდი იგებს და ეს “ბენფიკა” უნდა ყოფილიყო”, - ციტირებს ჟეზუშის სიტყვებს A Bola.

შეგახსენებთ, რომ “ბენფიკა” “ჩელსისთან” მატჩში 1:2 დამარცხდა.

 

0.116937