ფეხბურთი

12:22 | 13.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჟონათანს იტალიის ნაკრებში თამაში სურს

მილანის „ინტერის“ ბრაზილიელმა მცველმა ჟონათანმა იტალიის ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა. 27 წლის ფეხბურთელს იტალიური პასპორტი აქვს. ამასთან, ბრაზილიის არც ასაკობრივ და არც ეროვნულ ნაკრებში არასოდეს უთამაშია.

„თუ იტალიის ნაკრებში გამომიძახებენ, სიამოვნებით დავთანხმდები“ - ციტირებს ჟონათანის სიტყვებს Lance.

„სკუადრა აძურაში“ ჟონათანის პოზიციაზე - დაცვის მარჯვენა ფლანგზე არც თუ დიდი კონკურენციაა. სავარაუდო კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი შანსი „ნაპოლის“ მცველ მაჯოს და მილანელ აბატეს აქვთ.

0.119932