ფეხბურთი

2:58 | 2.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟონასის ჰეთ–თრიქი და „ბარსას“ პირველი მარცხი

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში, პირველი მარცხი იწვნია კატალონიის „ბარსელონამ“. ამსტერდამის „აიაქსთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგაში წაგების შემდეგ, ხერარდო მარტინოს გუნდმა 3 ქულა „ბილბაოსთანაც“ დათმო.

ტრავმების გამო, კატალონიელები შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდნენ, მაგრამ ამის კვალობაზეც კი ძალზე უსუსურად გამოიყურებოდნენ. მარტინოს გაწვრთნილებს საგოლე მომენტები საკმარისად ჰქონდათ, მაგრამ მათ რეალიზებაც ვერ ახერხებდნენ. თავის მხრივ, ბასკური გუნდი მობილიზებული თამაშობდა და გარჯა დაუფასდა კიდეც.

მატჩის გადამწყვეტი მომენტი 70–ე წუთზე შეიქმნა – მარკელ სუსაეტას გამბრჭოლ გადაცემას ახალგაზრდა იკერ მუნიაინი გამოეხმაურა და როგორც შემდეგ გაირკვა, 3 ქულის მომტანი გოლიც მიითვალა.

დიდი ანგარიშით იმარჯვა „ვალენსიამ“, რომელიც „ოსასუნას“ დაუხვდა. ეს მატჩი „ღამურების“ ბრაზილიელი ფორვარდის – ჟონასის ბენეფისად იქცა. ვალენსიელთა მეგოლემ „ოსასუნას“ ჰეთ–თრიქი შეუსრულა და შინ უქულოდ გაისტუმრა.

შედეგიანი ფრე დაფიქსირდა ანდალუსიის მხარეში – „ბეტისმა“ და „რაიო ვალიეკანომ“ ერთმანეთის კარში 2–2 გოლი გაიტანეს და ქულები გაიყვეს. რაც შეეხება მეორე ანდალუსიურ კლუბ „სევილიას“, მისი მეტოქე „გრანადა“ გახლდათ. სტუმრად მოთამაშე სევილიელებმა 2:1 იმარჯვეს.

 

სევილია. „ბენიტო ვილიამარინი“. 33000

ბეტისი – რაიო 2:2 (1:0)

ბეტისი: სარა, ნაჩო, ამაია, ფიგერასი, სევილია (კარლოსი 59), რეიესი, ნონო, ხუანფრანი, ვადილიო (ჩული 66), კასტრო, მოლინა (ვერდუ 55).

მწვრთნელი: პეპე მელი

რაიო: კობენიო, ტიტო, გალეანო, ნაჩო, ტრასორასი (გონსალესი 64), ბაენა, საული, ფალკე (ბუენო 23), ვიერა, ლარივეი (კასტილიო 70), ბანგურა.

მწვრთნელი: პაკო ხემესი

გოლი: 1:0 ამაია (27), 1:1 ბუენო (51), 2:1 ვერდუ (81), 2:2 ბუენო (90)

გაფრთხილება: სევილია (56), რეიესი (78), ჩული (80) – საული (9), ბაენა (24), ლარივეი (29), ვიერა (55), ტიტო (90)

კარში დარტყმა: 12 (4) – 9 (5) ჯარიმა: 21 - 16 კუთხური: 8 - 4 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 45% - 55% სეივი: 3 – 2

 

გრანადა. „ლოს კარმენესი“.

გრანადა – სევილია 1:2 (0:1)

გრანადა: რობერტო, დიაკატე (იგალო 90), ანგულო, ფულკიე, იებდა, ბრაიმი, რიკო, რესიო (ბუონანოტე 83), პიტი, ელ–არაბი (რიკი 68).

მწვრთნელი: ლუკას ალკარასი

სევილია: ბეტუ, ნავარო, ფასიო, კარიზუ, ფიგეირაში, მბია, რაკიტიჩი, იბორა (გამეირო 81), სამპერიო (მორენო 63), რეიესი (კოკე 56), ბაკა.

მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლი: 0:1 ბაკა (23), 1:1 ბრაიმი (61), 1:2 გამეირო (87)

გაფრთხილება: რიკო (17), იებდა (80), ბუონანოტე (84), იგალო (90) – კარისუ (25), მბია (29), რაკიტიჩი (57), სამპერიო (59), იბორა (60), ფიგეირაში (82), გამეირო (82)

კარში დარტყმა: 17 (8) – 12 (7) ჯარიმა: 13 - 14 კუთხური: 8 - 3 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 66% - 34% სეივი: 5 – 7

 

ვალენსია. „მესტალია“. 31000

ვალენსია – ოსასუნა 3:0 (1:0)

ვალენსია: ალვესი, მატიე, ბარაგანი, რუისი, გუარდადო (კარტაბია 74), ფეგული, პარეხო, რომეუ, ბერნატი, კანალესი (ბანეგა 57), ჟონასი (პოშტიგა 68).

მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი

ოსასუნა: ფერნანდესი, დამია, ლოლო (სანხურხო 73), ლოტიე, ბერტრანი, არიბასი, პუნიალი, დე ლას კუევასი (ტორესი 63), არმენტეროსი, სეხუდო (სილვა 52), რიერა.

მწვრთნელი: ხავი გრასია

გოლი: 1:0 ჟონასი (45), 2:0 ჟონასი (48), 3:0 ჟონასი (53)

გაფრთხილება: გუარდადო (10) – დამია (12)

გაძევება: პუნიალი (17)

კარში დარტყმა: 24 (11) – 6 (1) ჯარიმა: 15 - 11 კუთხური: 7 - 1 თამაშგარე: 5 - 2 ბურთის ფლობა: 75% - 25% სეივი: 1 – 8

 

ბილბაო. „სან მამეს ბარია“. 35000

ბილბაო – ბარსელონა 1:0 (0:0)

ბილბაო: ირაისოსი, ირაოლა, ბალენსიაგა (ალბისუა 82), ლაპორტი, გურპეგი, სუსაეტა, იტურასპე, რიკო (სან–ხოსე 88), ერერა, მუნიაინი (გომესი 86), ტოკერო.

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ბარსელონა: პინტო, ადრიანო, პიკე, მონტოია, მასკერანო, ბუსკეტსი, ინიესტა (პედრო 85), ჩავი (სერხი რობერტი 78), სანჩესი, ნეიმარი.

მწვრთნელი: ხერარდო მარტინო

გოლი: 1:0 მუნიაინი (70)

გაფრთხილება: რიკო (19), გურპეგი (57), ტოკერო (69) – ნეიმარი (54), ბუსკეტსი (58), ადრიანო (78)

კარში დარტყმა: 15 (6) – 11 (2) ჯარიმა: 16 - 10 კუთხური: 4 - 5 თამაშგარე: 1 - 4 ბურთის ფლობა: 38% - 62% სეივი: 2 – 5

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11685