კალათბურთი

18:56 | 18.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟოლივეტ ტუჯანი-ტალბა “არმიაში” წავიდა

გაქართველებული კამერუნელი კალათბურთელი, ჟოლივეტ ტუჯანი-ტალბა (03.07.80, 199სმ, 95კგ), ქვეყნის ორგზის ჩემპიონ “არმიაში” ჩაირიცხა, რომელიც “ძალოვნებთან” მინიმუმ 2013-14 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “არმიას” მთავარ მწვრთნელ კოტე ტუღუშის თანაშემწე ბუბა ბერიშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, ტუჯანი-ტალბას სუპერლიგის თითქმის ყველა წამყვან გუნდში აქვს ნათამაშები. რაც შეეხება “არმიას”, ამ გუნდში პირველად ითამაშებს. არის საქართველოში მოქმედი ყველა ტიტულის (საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს თასი, სუპერთასი, დუდუ დადიანის მემორიალი, ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალი) მფლობელი. ბოლო, 2012-13 წლების საკალათბურთო სეზონი ტუჯანი-ტალბამ ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონ “რუსთავში” დაასრულა.

ტუჯანი 10 წელზე მეტია საქართველოში თამაშობს და ქვეყნის მოქალაქეობა აქვს მიღებული.

 

0.123852