ჩოგბურთი

19:22 | 16.04.2013 | ნანახია 0 - ჯერ

ჟო-ვილფრიდ ცონგამ მონტე-კარლოში წარმატებული სტარტი აიღო

მსოფლიო რეიტინგის მე-8 ჩოგანმა ჟო-ვილფრიდ ცონგამ წარმატებული სტარტი აიღო მონტე-კარლოში მიმდინარე მასტერსზე, ტურნირის მეორე წრეში დაამარცხა რა რუსი ნიკოლაი დავიდენკო ორ სეტში - 7:6(3), 6:2.

შეხვედრა 1 საათსა და 23 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ფრანგმა ოთხჯერ დააბრეიკა მეტოქე, საკუთარი მოწოდება კი მხოლოდ ერთხელ დათმო. ფრანგის ანგარიშზე 7 ეისი და 1 ორმაგი შეცდომაა, ნიკოლაიმ კი ვერცერთი ეისი ვერ მოაწოდა და 4 ორმაგიც დაუშვა.

დღევანდელი წარმატების შემდეგ ამ ჩოგბურთელთა დაპირისპირებათა ისტორიაში ჟო-ვილფრიდი გავიდა წინ - 3:2.

 


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

03:03 | 10.02.2019
zviadi-shxefi (6306)

რაც გაგინეთ არცერთი აგცდეთ

0.066179