ფეხბურთი

11:28 | 26.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჟირუს შესაძლოა სამი თვე გაუცდეს

ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელ ოლივიე ჟირუს ტრავმა, შესაძლოა იმაზე უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე თავიდან ვარაუდობდნენ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის მეორე ტურში, “ევერტონთან” მატჩში 27 წლის ფეხბურთელი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა. მან გოლი 90-ე წუთზე გაიტანა, მაგრამ ზედ საფინალო სასტვენის წინ ფეხი იტკინა და მოედანი კოჭლობით დატოვა.

გუნდის მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი იმედოვნებდა, რომ ჟირუ ჩემპიონთა ლიგის პლეი იფის განმეორებითი მატჩისთვის მწყობრში იქნებოდა, მაგრამ ახლა მისი “ბეშიქთაშის” წინააღმდეგ თამაში გამოირიცხა. თავდამსხმელმა ორი სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელთა შედეგები უცნობია, თუმცა, ექიმები არ გამორიცხავენ, რომ ოლივიეს სამი თვით მოუწიოს უფეხბურთოდ დარჩენა.

შეგახსენებთ, რომ ჟირუს შემცვლელმა იაია სანოგომ მუხლქვეშა მყესის ტრავმა მოიშუშა და სრულ მზადყოფნაშია.

 

0.160546