"არსენალისა" და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ განაცხადა, რომ არ შეიძლება მხოლოდ ესპანეთთან მატჩზე ფოკუსირება, რადგან მანამდე საქართველოსთან შეხვედრა ელით.
ჟირუმ მოკლედ დაახასიათა საქართველოს ნაკრები:
"ჩვენ ვუყურეთ მათ თამაშს ესპანეთთან. ქართველები ბოლო წუთამდე იბრძოდნენ და გოლი მხოლოდ 86-ე წუთზე გაუშვეს. ისინი დაცვაში ჩადგებიან. არ მგონია, საქართველო 4-5 გოლის გამშვები იყოს. მათ ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებიც რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატებში კარგად თამაშობენ. საქართველოს ტყავის დაცვა კარგად შეუძლია"