მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში მცველ ჟერომ ბოატენგსა და ნახევარმცველ ტონი კროოსს ახალ კონტრაქტებს გაუფორმებს. გერმანული პრესის ცნობით, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებისა და ბავარიული კლუბის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2015 წელს ეწურება. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი “ბაიერნის” გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ გააკეთა.
“ბოატენგისა და კროოსის თამაშით სამწვრთნელო შტაბიც კმაყოფილია და კლუბის ხელმძღვანელობაც. ამ მოთამაშეებთან კონტრაქტების განახლების თაობაზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს” – განაცხადა რუმენიგემ.