ფეხბურთი

16:55 | 12.07.2013 | ნანახია 1317 - ჯერ

ჟერარდ სარაგოსა: “ყველაფერი პირველი ტაიმის 15 წუთში გადაწყდა”

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, სლოვაკეთის “ჟილინასთან” სტუმრად ფრედ (3:3) დამთავრებული საპასუხო მატჩის შემდეგ, ქუთაისის “ტორპედოს” თავკაცმა ჟერარდ სარაგოსამ განაცხადა, რომ დაპირისპირების ბედი 15 წუთში გადაწყდა.

“გულშემატკივრებს შესაძლებლობა ჰქონდათ კარგი თამაშით დამტკბარიყვნენ. ჩემი აზრით, ყველაფერი პირველი ტაიმის 15 წუთში გადაწყდა, როდესაც 2 გოლი გავუშვით და რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, ჩვენ მზადება სამი კვირის წინ დავიწყეთ და უნდა ვიმუშაოთ. დღესდღეობით, “ჟილინა” ჩვენზე უკეთესი გუნდია. არ ვიცი, მას ჩვენზე კარგი ფეხბურთელები ჰყავს თუ არა, მაგრამ ამჟამად გუნდი უკეთესია”, – იუწყება “ტორპედოს” ესპანელი თავკაცის სიტყვებს “ჟილინას” ოფიციალური ვებგვერდი.


0.065613
1317