წლევანდელი საფეხბურთო ჩემპიონატის უმთავრეს აღმოჩენად ქუთაისის “ტორპედო” და მისი მთავარი მწვრთნელი ჟერარდ სარაგოსა მულეტი უნდა მივიჩნიოთ. ცოტა არ იყოს ძნელია, ქუთაისური კლუბი საქართველოს ჩემპიონატში აღმოჩენად ჩაითვალოს, გუნდის ტრადიციებიდან გამომდინარე, მაგრამ ფაქტია, რომ “ტორპედოს” გამოსვლამ ის სკეპტიკოსები ჩააჩუმა, რომლებიც დიდი აგრესიით შეხვდნენ კლუბში მომხდარ ცვლილებებს. განსაკუთრებით დიდი იყო უკმაყოფილოთა შეფასებები ევროპის ლიგაზე მარცხიანი გამოსვლის შემდეგ, მაგრამ მას შემდეგ ქუთათურთა კოლექტივმა ეროვნულ პირველობაზე რვა მატჩი გამართა მარცხის გარეშე და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. რაც მთავარია, ახალგაზრდა რიონისპირელები ყველაზე სანახაობრივ თამაშს აჩვენებენ ეროვნულ ჩემპიონატში. ბუნებრივია, ამის შემოქმედი ესპანელი სპეციალისტი გახლავთ, რომელსაც სანაკრებო პაუზისას ვეწვიეთ და ინტერვიუ ჩამოვართვით.
- თავდაპირველად თქვენს შესახებ გვიამბეთ, როდის დაიწყეთ მწვრთნელობა?
- მე 31 წლის ვარ. 16 წლის ასაკიდან ხელი მოვკიდე სამწვრთნელო საქმეს. თავიდან საკუთარ ქალაქში, ტარაგონის გუნდს ვწვრთნიდი რვა წლის განმავლობაში. შემდეგ კატალონიის ასაკობრივ ნაკრებებს ვხელმძღვანელობდი, სადაც მოვახერხეთ ესპანეთის ჩემპიონობა. ხელმძღვანელობა მიწევდა “ბარსელონას” და “ესპანიოლის” ახალგაზრდა ფეხბურთელების, რომელთა წყალობით შევძელით ქვეყნის მასშტაბით ამ წარმატებების მიღწევა. შემდეგ სამუშაოდ ყატარში გადავინაცვლე, სადაც 2022 წელს, მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა გაიმართოს. იქ დაინტერესებულნი არიან ამ ფორუმისათვის სერიოზულად მოემზადონ და გადაწყვეტილი აქვთ აფრიკის კონტინენტიდან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები გადაიბირონ. მე სკაუტად ვმუშაობდი და აფრიკის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამყავდა ფეხბურთელები ყატარში. სულ აზიურ საფეხბურთო აკადემიაში 4 წელიწადი გავატარე.
- საქართველოში როგორ მოხვდით და აქ ჩამოსვლამდე რა ინფორმაცია გქონდათ ქართული ფეხბურთის შესახებ?
- ყატარში სკაუტად მუშაობის ბოლო წელი სენეგალში გავატარე. ამის მერე “ესპანიოლის” 16 და 23 წლამდე გუნდებშიც ვიმუშავე. საქართველოს შესახებ ის ვიცოდი, რომ ჩემი უახლოესი მეგობარი იაგუე აგილარი თავის დროზე თბილისის “ლოკომოტივის” აკადემიას ედგა სათავეში. იგი ყოველთვის გულთბილად იხსენიებდა საქართველოს. ასევე ინფორმაცია მქონდა “ლოკომოტივის” ფიზმომზადების მწვრთნელისაგანაც. ალბერტო კორეაც თქვენს ქვეყანას ყოველთვის დადებითად მოიხსენიებდა. გასული წლის ნოემბერში კი “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელობა შემომთავაზეს და მეც დავთანმხდი.
- მალე, თქვენივე სამწვრთნელო შტაბით, ქუთაისის “ტორპედოში” აღმოჩნდით, სადაც ქომაგები ძალზე უარყოფითად შეხვდნენ ამ ცვლილებებს. მათ გუნდის წარმატების არ სჯეროდათ. არ გაგიჭირდათ ასეთ დაძაბულ ფონზე მუშაობა?
- ზოგადად ადამიანებს სიახლეებთან შეგუება უჭირთ, ამიტომაც, კლუბის ქომაგების მესმის. როდესაც გუნდის გაახალგაზრდავება დავიწყეთ, დიდ რისკზე წავედით და გულშემატკივრებსაც უიმედობის განცდა დაეუფლათ. მთელი ჩემი კარიერა ახალგაზრდა ფეხბურთელების გარემოცვაში გავატარე და ვიცი მათი ფასი. ქუთაისში მუშაობა რომ დავიწყე, დარწმუნებული ვიყავი, 2-3 თვეში გუნდი მოუმატებდა, ნამდვილ გუნდს დაემსგავსებოდა. სკეპტიკოსებს სულ იმას ვეუბნებოდი, რომ დრო საჭირო იყო გუნდის ასაშენებლად. ახლა არ ვიცი ისინი რას ფიქრობენ, თუმცა შედეგი სახეზეა, თუმცა ჩვენ მუშაობას განვაგრძობთ, რათა კლუბმა კიდევ უფრო უკეთესად ითამაშოს.
- ჩემპიონატში მხოლოდ თბილისის “დინამოს” ჩამორჩებით. გუნდს საჩემპიონო ამბიციები გაუჩნდა. რას უნდა ველოდოთ “ტორპედოსაგან” მიმდინარე ეროვნულში?
- ამ მომენტისათვის, ჩემი საფიქრალი, უპირველესად, ბოლნისის “სიონთან” გასამართი მატჩია, რომელშიც უნდა გავიმარჯვოთ. საერთოდ, არ ვფიქრობ რა იქნება ზამთრის შესვენებაზე და გაზაფხულზე. ჩვენ უნდა შევიდეთ საუკეთესო ექვსეულში და აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ რომელიმე ევროპული ტურნირის საგზური. მოკლედ რომ ვთქვათ, უნდა გავაუმჯობესოთ სათამაშო ხარისხი და ექვსეულში მოვხვდეთ, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.
- წარმატებულ შედგად რას მიიჩნევთ?
- მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონობას. მე ყოველთვის პირველობისკენ ვისწრაფვი და ჩემი მიზანია, “ტორპედო” საუკეთესო გუნდად ვაქციო.
- გუნდის გაძლიერებას თუ ფიქრობთ ახალი ფეხბურთელებით?
- ჩვენ ახალგაზრდული საფეხბურთო კოლექტივი გვყავს, რომლის საშუალო ასაკი 20 წელია. სწორედ ეს ფაქტორი განაწყობს ზოგიერთებს სკეპტიკურად, თუმცა მე მჯერა ჩემი გუნდის და ფეხბურთელების. ზოგიერთი მათგანი უკვე სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში გამოდის. ახალგაზრდებს თავის გამოჩენის შანსი უნდა მიეცეთ. აი მაგალითად, ვაჟა ტაბატაძე გუნდისათვის დიდ ძალას წარმოადგენდა, მაგრამ მისი ტრამვის შემდეგ, იგი ღირსეულად შეცვალეს და ამ ახალგაზრდებმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს. იგივე უნდა ითქვას ჭელიძეზე, რომელიც სანდოხაძემ ბრწყინვალედ ჩაანაცვლა. მოხარული ვარ იმით, რომ ისეთ გუნდში ვმუშაობ, სადაც ერთი კონკრეტული ლიდერის თამაშზე არ ვართ დამოკიდებულნი.
- “ტორპედო” შემტევ ფეხბურთს თამაშობს, ხშირად ცვლით ტაქტიკურ მონახაზებსაც. ამას მეტოქეთა დასაბნევად აკეთებთ?
- პირადად მე ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ ტაქტიკურ სქემებსა და განლაგებებს. უპირველესად, ვცდილობთ შევისწავლოთ მოწინააღმდეგენი და ტაქტიკური სქემაც მეტოქის სათამაშო სტილის შესაბამისად შევარჩიო. უპირატესობას ვანიჭებ მოედნის ცენტრში დომინირებას, ამიტომაც ვცდილობთ ყველა მოწინააღმდეგე ამ კომპონენტში დავჩაგროთ.
- ახლა ქართული ფეხბურთი სასურველ მდგომარეობაში არ არის, თქვენი აზრით, რა არის ჩვენი წარუმატებლობის უმთავრესი მიზეზი?
- ჩემი აზრით, მეტი ნდობა უნდა გამოვუცხადოთ ახალგაზრდა, ნიჭიერ ფეხბურთელებს. 18 წლის ბიჭი, თამაშის საშუალება რომ არ ეძლევა, იძულებულია სათამაშოდ უცხოეთის მეორეხარისხოვან კლუბებში წავიდეს, სადაც ვერ ვითარდება და როგორც ფეხბურთელი იკარგება. ისე სჯობს, ფეხბურთელებმა 23 წლამდე საქართველოში ითამაშონ, აქ განვითარდნენ და უკვე ზრდასრულებმა დატოვონ ეროვნული ჩემპიონატი. გარდა ამისა, უნდა გამოვყო მენტალური პრობლემები. შესაძლებელია, ფეხბურთელი განვითარებული იყოს, როგორც ფიზიკურად, ასევე ტექნიკურად, მაგრამ თუ იგი არ იცავს საფეხბურთო დისციპლინას, ყველაფერი წყალში ჩაეყრება. მაგალითად, მწვრთნელს სულ არ უნდა უწევდეს ფეხბურთელისთვის იმის შეხსენება - წინ წასვლის შემდეგ უკან რომ უნდა დაბრუნდეს. ეს ყველაფერი ავტომატურად უნდა გააკეთოს.
- საქართველოს ჩემპიონატს როგორ შეაფასებთ და რომელი გუნდი მიგაჩნიათ ჩემპიონობის უპირველეს ფავორიტად?
- საქართველოს ჩემპიონატი ყველაზე მეტად ესპანეთის სეგუნდა დივიზიონს მაგონებს, რომელსაც მშვენივრად ვიცნობ. რაც შეეხება ფავორიტებს, უპირველესად თბილისის “დინამო” უნდა გამოვარჩიო, რომელმაც გასულ წელს ყველა ტიტული მოიგო. ძალიან მომწონს გორის “დილა” და საჩხერის “ჩიხურა”. ამ გუნდებს აქვთ შანსი იბრძოლონ ჩემპიონობისთვის. ვფიქრობ, ჩავარდნის შემდეგ მოუმატებს “ზესტაფონი”, რომელსაც ძალიან ძლიერი სპეციალისტი წვრთნის. ამ გუნდებთან ერთად, ჩემპიონობისთვის ჩვენც ვიბრძოლებთ. “ტორპედო” არაფრის დათმობას არ აპირებს.
- წლევანდელ ჩემპიონატში, თქვენი გუნდის რომელ მატჩს გამოარჩევდით?
- ყველაზე მეტად ზესტაფონში ჩატარებული შეხვედრა დამამახსოვრდა, როცა რატკო დოსტანიჩის შეგირდებს 3:2 მოვუგეთ. ირგვლივ მყოფები კი მეუბნებიან, რომ საუკეთესო მარტვილის “მერანთან” მოგებული მატჩი იყო.
- საკმაოდ ემოციური ხართ და მატჩებზე თქვენს ფეხბურთელებზე ნაკლებ ენერგიას არ ხარჯავთ...
- მე კატალონიელი ვარ და ისევე როგორც ყველა სამხრეთელი, ძალზე ემოციური ვარ. ვფიქრობ, ეს ჩემს ფეხბურთელეზე კარგად მოქმედებს.
- თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით?
- მშობლიური სახლიდან 4000 კილომეტრის მოშორებით ვიმყოფები, რაც ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენი პროფესიისათვის დამახასიათებელია. გვერდით მყავს მეუღლე, რომელიც საქართველოში ყოფნით ბედნიერია. აქ ჩემს გვერდითაა ჩემი მეგობარი ალბერტო კორეა, რომელთან ერთადაც ერთ საქმეს ვემსახურებით. გვინდა “ტორპედომ” რა შეიძლება მეტ წარმატებას მიაღწიოს. სწორედ ესაა ჩვენი უპირველესი საზრუნავი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დღეს მაინც მოდით რა მესხზე!!!!!!!!!!!!!
კარგია ქუთაისის ტორპედოს მიდგომა ფეხბურთთან
დინამოდანაც გარსია რომ არ გაეშვათ უკვე შედეგიც ექნებოდა სანახაობრივი ფეხბურთის შესრულებით
ფოთს სძინავს, კოლხეთი ამ დღეში იყოს საცოდაობაა...
ეეეეე ამასაც მოაწევინეს ? გაასინჯეს მაინც
DDD
მე მჯეროდა ამის მარტო--მიდიდ სარაგოსა--არ გავკარი--გეგუჩას
მაგარია როცა ამ გუნდების გვერდით დგახარ რარაც დონეზე მაინც, იმედია არც ხვალ გაუშვებს ტორპედო გოლს სიონთან და ეგ რეიტინგიც გაუმჯობესდება.
რომელი ხარ შენ ძმა---ქუთაისელი უჩაია ხარ ბრატ--მე მგონი გიცნობ მე შენ..
stripslashes((strlen('https://www.facebook.com/photo.php?v=312535678885284&set=vb.253433534702510&type=2&theater;')>0?'https://www.facebook.com/photo.php?v=312535678885284&set=vb.253433534702510&type=2&theater;':'https://www.facebook.com/photo.php?v=312535678885284&set=vb.253433534702510&type=2&theater;'))
კაია
ტორპედო ქუთაისიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
წინნნნნნ
ტორპედო
ტორპედო
სულ
ტორპედო
ტორპეეეეეეეეეე
დოოოოოოოოოოოო...........
ტორპედო
ტორპედო
ტორპედო
ტორპედოოოოოოო
ტორპედო
ტორპედო
მალაცო ტო[ედო წიინ ბიჭები
NO. CLUB CONCEDED
GAMES
RATIO
=1 Roma 1 7 0.14
=1 Olympiakos
1
7 0.14
3 Southampton 2 7 0.29
=4 Bayern Munich
3 8 0.38
=4 Fola Esch 3
8 0.38
=4 Cukaricki 3 8 0.38
7 Partizani Tirana 3 6 0.43
8 Standard Liege 4 10 0.40
9 Lille 4 9 0.44
10 Torpedo Kutaisi 4 8 0.50
ტორპედო ევროპაში ათეულშია იმ გუნდებს შორის ვინც ყველაზე ნაკლებ გოლს უშვებენ, პირველზე რომაა.stripslashes((strlen('http://www.goal.com/en/news/1717/editorial/2013/10/18/4323834/from-roma-to-torpedo-kutaisi-the-best-defences-in-europe?ICID=OP')>0?' http://www.goal.com/en/news/1717/editorial/2013/10/18/4323834/from-roma-to-torpedo-kutaisi-the-best-defences-in-europe?ICID=OP':' http://www.goal.com/en/news/1717/editorial/2013/10/18/4323834/from-roma-to-torpedo-kutaisi-the-best-defences-in-europe?ICID=OP'))
საღოლმინეტს რა გუნდი ჰყავს
გილოცავთ, ანა 1/2 ფინალში გავიდა, იმედია ზედიზედ მე-2 ტურნირს მოიგებს. უფრო ვრცლად :
0?'>http://www.facebook.com/AnnaTatishvili':'>http://www.facebook.com/AnnaTatishvili'))
0?'>http://www.facebook.com/AnnaTatishvili':'>http://www.facebook.com/AnnaTatishvili'))
LIKE საქართველოს პირველ ჩოგანს
გილოცავთ, ანა 1/2 ფინალში გავიდა, იმედია ზედიზედ მე-2 ტურნირს მოიგებს. უფრო ვრცლად :
0?'>http://www.facebook.com/AnnaTatishvili':'>http://www.facebook.com/AnnaTatishvili'))
0?'>http://www.facebook.com/AnnaTatishvili':'>http://www.facebook.com/AnnaTatishvili'))
LIKE საქართველოს პირველ ჩოგანს
კაია
ჩემი აზრით ეს ექსპერიმენტი არ იყო სწორი, მაგრამ იმის გამო რომ ქართული ფეხბურთია ჩასვრილი, ჩემპიონატი არ ვარგა - ტორპედო არის მეორე ადგილზე.
თორე აქ რომ ნორმალური ჩემპიონატი იყოს 20 წლის ბიჭები მეორე ადგილზე ვერ იქნებოდნენ.
პირადად ტორპედოს წარმატებას ვუსურვებ, თუ კარგად გათვლიან შეიძლება კარგი ბიზნესის აწყობა.
მთავარი არის სტაბილურობა და შედეგი ყოველთვის იქნება, რაც ცუდი გვჭირს არასტაბული შემოსავლები და კლუბების შემადგენლობებია.
სულ იქნება შEდეგი
მალაციი მულე, შენ მთავარი უკვე მოიხვეჭე, ქუთაისელი ხალხის ნდობა+სიყვარული, ეგ კიდე ძალიან მოკლე ხანში გააკეთე.
ძალიან კარგი სასტავი გვყავს, მალე ვაჟიაც ჩადგება ფორმაში, ოპერაციას იკეთებს დღე-დღეზე სტამბულში. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გაღებასაც სულმოუთქმელად ველი, 3-4 კაცის დამატებაზეა საუბარი მგონი, ესპანელებსაც ვიხილავთ გუნდში მალე.
ორი ბრაზილიელი გაუშვიათ
DDDსად
დინამოს ქომაგი ვარ, მაგრამ მე პირადად წლევანდელ სეზონში ტორპედოს თამაში უფრო მომწონს ჯერჯერობით...
ერთი საცვლის პატრონი საცვლის თასმას უჩიოდაო...ორივე ხელი ჩაბღუჯეთ ვისოლს, რომ ფულის ხარჯვა არ გადაიფიქროს და ისიც შეუნდეთ, თუ ამ საქმის მომგებიანად გადაქცევას ეცდება. აწყობილი და მომავლის მქონე სწორედ მაშინაა საქმე, როცა სარგებელი მოაქვს. შეცდომებისაგან დაზღვეული არავინაა, შესაბამისად,ვისოლიც ამ გზას უშეცდომოდ ვერ გაივლის. დღესდღეობით, ნამდვილად, მთელი ქვეყნისათვის სამადლიერო საქმეს აკეთებენ...ჩემგან მადლობა მათ ამისთვის და წარმატებები მომავალში
ნამდვილად
კაი კაცი ჩანხარ, მიხედე ერთი ტორპედოს.
შენ არაფერს გერჩით, უბრალოდ ვისოლმა შეიძლება ნებისმიერ დროს მოგხსნას და შენ მაგივრად ახალი დანიშნოს თავისი ფეხბურთელებით.
სტაბილურობა და საიმედოობა გვინდა მეტი არაფერი
ესპანელები კარგად ერგებიან ჩვენ ფეხბურთს. ერთი 3-4 კარგი სპეციალისტი რო ჩამოვიყვანოთ დიდებული იქნება. აბა, ჩვენი მწვრთნელების უმეტესობა სამწუხაროდ საბჭოთა მეთოდებით მუშაობს ისევ, ფეხბურთი კი ყოველდღე წინ მიდის და ვითარდება
პიროვნულადაც აქეებენ ამ კაცს
) როგორც ტრეინერმა დაამტკიცა რო კარგია
ჟერარდ ჩეპიონობა წელს ცოტა მეტი მოგივა. გაისად უკვე კარგი ბრძOლა უნდა იყოს ხოლო თუ ბირთვს შეინარჩუნებ და სწორად განავითარებ მაშინ 2 წელიწადში შეძლებ-ესეც იმ შემთხვევაში თუ დინამო ამჟამინდელ ფორმას შეინარჩUნებს და არ განვითარდება. მოკლედ ამბიცია კარგია ))
არაფერი ბევრია
დავაი ტორპედო ჩემპიონი უნდა გახდე წელს
ვაა გორელი კაცი DDD
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
მართლა კაი თამაშს თამაშობს ტორპედო დამუშავებული კომბინაციებიც აქვთ და თუ შეინარჩუნეს ფეხბურთელები წარმატებას მიაღწევენ უეჭველი
საქართველოს თასის გათამაშებაზე რა ხდება? სპარტაკი გავიარეთ? თუ არ ყოფილა ჯერ?
მემგონი 4-1 მოუგეს სპარტაკს
ვაა საღოლ კაია
ხალხოოოო, არავინ არ იცით რა ხდება თასზეე???
ქართველებს, ალბათ, გვიკვირს,რომ ამ კაცს დინამოს შემადგენლობაში არ მოუგია თასების თასი და მაინც მწვრთნელია, თანაც საკმაოდ კარგი
დრესდღეობით მსოფლიო ფეხბურთს ესპანური ფეხბურთი განაგებს რაც უდაოდ ესპანელი საფეხბურთო სპეციალისტების დამსახურებაა განსაკუთრებით ბავშვთა ფეხბურთში ამიტომაა აუცილებელი მათი გადმობირება და ადგილობრივი მწვრთნელების მომზადება რაც უფრო ადრე დავიწყებთ ამაზე ზრუნვას მით უფრო შეგვიმცირდება წარუმატებლობისაგან თავში მუშტების წაშენისა და რაც მთავარია ერთმანეთის ლანძღვა-გინების ვადა
რა ცუდი გვარი აქვს
DDDD
მინეტიიიი DD
კარგია, მაქსიმალურად უნდა ისწავლონ და აითვისონ ამ კაცისგან ყველაფერი ჩვენმა ბიჭებმა, დარწმუნებული ვარ კარგ გუნდად ჩამოაყალიბებს სარაგოსა ტორპედოს. ყველანაირად უნდა გამოვიყენოთ ეს კაცი, ამას კავშირებიც ექნება ესპანეთის (პრიმერა შეიძლება არა, მაგრამ სეგუნდას) გუნდებთან მაინც, ტორპედოდან 2 კაცი მაინც რომ სეგუნდა დივიზიონში ძალიან კარგი იქნება საქართველოსთვის და იქიდან კიდე 1 ნაბიჯია პრიმერამდე. პირველ რიგში მთავარია, შრომისუნარიანობა ვისწავლოთ და თავში ავარდნები დაივიწყონ ჩვენმა ბიჭებმა და ნიჭი მგონი საკმაოდ გვაქვს და არ გვაკლია.
სარაგოსას ნაირი მწვრთნელები ბევრი უნდა მოვიყვანოთ,ჩვენებსაც გაეხსნებათ აზროვნება,ქართველი არაფრით არაა სხვაზე ნაკლები,საბოლოო ჯამში მწვრთნელთა ჭიდილი დადებით შედეგს გამოიღებს.ვაცალოთ სარტაგოსას რას მიაღწევს ზალიან მაინტერესებს და თუ გაამართლა მაშინ მისი უფრო მეტად დატვირთვა ახალი კონტრაქტით არ უნდა დავაგვიანოთ,სანამ სხვას არ წაუყვანია,ჩასაფრებულები კი ბევრი გამოჩნდება.სარაგოსა რომ წარმატებით დამკვიდრდება საქართველოსი მას სხვა მიბაძავს,ხომ წაიკითხეთ კორეა რომ არ ჩამოსულიყო და დადებითად არ ესაუბრა ჩვენზე სარაგოსა აქეთ წამომსვლელი არ იყო.
დანიის ორი კლუბის მწვრთნელები რომ ჩამოვიდნენ და მის მუშაობას აკვირდებოდნენ ეს ცოტას არ უნდა ნიშნავდეს.
ახლა გეთანხმები ბაბუ
ამის დანიშვნას ბევრი ლაზღანდარობით შეხვდა (მათ შორის მეც), მაგრამ კი აკეთებს თავის საქმეს, და საქართველოს პირობაზე კარგი გუნდიც გააკეთა, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ზამთარში "დინამო" ბევრ ფეხბურთელს გაუშვებს და ახალგაზრდებზე გააკეთებს აქცენტს, "ტორპედოს" ჩემპიონობის კარგი შანსი ეძლევა
ქეცბაიას "დინამო"-ში შესაძლო გადასვლის შესახებ ხომ არ იცის ვინმემ რამე?
არრაა