„მონაკოს“ ახალი მწვრთნელის, ლეონარდუ ჟარდიმის დებიუტი ძალიან წარუმატებელი გამოდგა. პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდი, საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში, „ლორიანთან“ საკუთარ კედლებში გამართულ შეხვედრაში სენსაციურად დამარცხდა.
პირველ ტაიმში აბუბაკარის მიერ თერთმეტმეტრიანით გატანილი გოლი რადამელ ფალკაომ 78-ე წუთზე, ასევე პენალტით გაქვითა. თამაშში 59-ე წუთზე ჩართული კოლუმბიელი ვარსკვლავი ოფიციალურ მატჩში მოედანზე იანვრის შემდეგ პირველად ვიხილეთ. თუმცა, „მონაკო“ მარცხისგან ვერც მისმა დაბრუნებამ და გოლმა იხსნა. 81-ე წუთზე მოედანზე 20 წლის ვალენტინ ლავინი შევიდა, რომელმაც 6 წუთში გოლი გაიტანა და „ლორიანი“ შინ 3 ქულით დააბრუნა.
ჟარდიმისგან განსხვავებით, წარმატებული დებიუტი ჰქონდა უბერ ფურნიეს, რომლის „ლიონმაც“ „რენი“ დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა. ლიონელებმა მეტოქე მე-2 ტაიმში გატეხეს. 64-ე და 73-ე წუთებზე გოლები მალბრანკმა და ლაკაზეტმა გაიტანეს.
ლიონი-რენი 2:0 (0:0)
ლიონი, “ჟერლანი” 27811
ლიონი (4-1-3-2): ლოპესი, ჟალე, როზი, უმტიტი, ტოლისო, ფერი, გონალონი, ფექირი (მალბრანკი 24), მვუემბა (ბალული 82), ლაკაზეტი, იატარა (ნ’ჟიე 67).
მწვრთნელი: უბერ ფურნიე.
რენი (4-2-3-1): კოსტილი, ანდრე, მექსე, არმამნი, მ’ბენგი, დანზე, მაკუნი (ფერნანდესი 62), ენრიკე, დუკურე (ჰოზინერი 73), ნ’ტეპი (გროსიცკი 74), ტოივონენი.
მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე.
გოლები: 1:0 მალბრანკი (64), 2:0 ლაკაზეტი (73).
გაფრთხილებები: ფერი 55, როზი 74 - პედრო 31.
მსაჯი: ბენუა მილო.
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 21 (7)-6 (1), კუთხური: 5-1, თამაშგარე: 1-3, სეივი: 1-5, ჯარიმა: 18-13.
მონაკო-ლორიანი 1:2 (0:1)
მონაკო, “ლუი II” 13960
მონაკო (4-3-3): სუბასიჩი, დირარი, კარვალიო, აბდენუ, კურზავა, მოუტინიო, ბაკაიოკო (ჟერმენი 32), კონდოგბია, ოკამპოსი (ფალკაო 59), ბერბატოვი, ფერეირა (მარტიალი 76).
მწვრთნელი: ლეონარდუ ჟარდიმი.
ლორიანი (4-4-2): ლეკომტი, პედრინიო, ვახტერი, კონე, გერეირო, ჟუფრე (ლავინი 81), აბდულა, კუტადო, პელე (სუნუ 35), დიალო (მესლუბი 65), აბუბაკარი.
მწვრთნელი: სილვენ რიპოლი.
გოლები: 0:1 აბუბაკარი (9, პენ), 1:1 ფალკაო (78, პენ), 1:2 ლავინი (87).
გაფრთხილებები: აბდენუ 8, დირარი 40, ბერბატოვი 48, კარვალიო 52 - კუტადო 15, აბუბაკარი 65.
გაძევება: კარვალიო 68.
მსაჯი: რუდი ბუკე.
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 14 (8)-7 (2), კუთხური: 10-4, თამაშგარე: 3-3, სეივი: 0-7, ჯარიმა: 10-19.