კალათბურთი

12:52 | 5.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ივლისის ბოლოს ლიტვაში...

ლიტვის საკალათბურთო ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ციკლში 11 გუნდთან 14 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს და სასიხარულოა, რომ მათგან ორი საქართველოს ნაკრებთან იქნება.

ლიტველები ქართველებს შინ მიიღებენ და უკვე თარიღებიც და ადგილებიც ცნობილია: 28 ივლისს – პანევეჟისში, ხოლო 30-ში – ვილნიუსში.

ქართველთა გარდა, ბალტიისპირელები სპარინგებს – ლატვიასთან, ფინეთთან (ორჯერ), უკრაინასთან, ავსტრალიასთან, საბერძნეთთან, ახალ ზელანდიასთან, სლოვენიასთან (ორჯერ), ბრაზილიასთან, ირანთან და ხორვატიასთან გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი 30 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით ესპანეთში შედგება. D ჯგუფში ლიტვის ნაკრების მეტოქეები ანგოლა, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, მექსიკა და სლოვენია იქნებიან.

0.121356