ლონდონის “ჩელსის” მცველმა ბრანისლავ ივანოვიჩმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შესახებ კლუბის ოფიციალურ საიტთან ისაუბრა.
მოთამაშის აზრით, მოტივაცია კვლავ მაღალია, რადგან ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია. იქ გამარჯვება ერთა და ხალხთა ოცნებაა, ახალგაზრდა თუ პროფესიონალ ფეხბურთელთა მოტივაციის წყარო, ხოლო ყოველი წელი გამოირჩევა სირთულით, დაძაბულობითა და ამაღელვებელი მატჩებით.
“შეგვიძლია კარგი შედეგის ჩვენება, მაგრამ უამრავი ფაქტორი განსაზღვრავს უმაღლეს შედეგთა მოპოვებას. მთელი სეზონი დატვირთულია მატჩებით, სირთულით, ზოგჯერ მარცხითა და ზოგჯერ გამარჯვებით, უდიდეს ენერგიას ითხოვს,” - აღნიშნა ივანოვიჩმა.
არისტოკრატთა მცველმა ჩემპიონთა ლიგის დღევანდელ შეხვედრაზეც ისაუბრა და “შალკეს” მიმართ კეთილგანწყობაც გამოხატა.
“ყურადღებას პირველ შეხვედრაზე ვამახვილებთ. “შალკეს” გასულ სეზონშიც ამ ეტაპზე ვეთამაშეთ და ვფიქრობ ეს გუნდი გასულ სეზონთან შედარებით უფრო ძლიერია,” – დაასრულა სერბმა ფეხბურთელმა.
უეფას ჩემპიონთა ლიგა ლონდონის “ჩელსიმ” 2012 წელს მოიგო. სერბი მოთამაშე იმ გუნდის წევრი გახლდათ და კარგად ესმის ლიგის მოგებას რა ფაქტორები განსაზღვრავს.
დიმა შარიქაძე