იტალიური ფეხბურთის მმართველებმა ტურინის “იუვენტუსი” 25 ათასი ევროთი დააჯარიმეს. სანქცია “ბებერი ქალბატონის” ქომაგების მიერ “ტორინოს” წინააღმდეგ მატჩის დროს გამოფენილ ბანერებს მოჰყვა.
ტურინელებმა ცინიკური შინაარსის ტექსტით გაიხსენეს 1949 წლის 4 მაისს მომხდარი ავიაკატასტროფა, როდესაც მათი ქალაქის სიახლოვეს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად “ტორინოს” ყველა ფეხბურთელი და გუნდის ოფიციალური პირები და ჟურნალისტები დაიღუპნენ.