“იუვენტუსის” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი “საუთჰემპტონის” 27 წლის თავდამსხმელით პაბლო ოსვალდოთი დაინტერესდა. DailY Mirror-ის ცნობით, ტურინელებს ფეხბურთელის იჯარის წესით აყვანა სურთ, სეზონის ბოლოს საბოლოოდ გამოსყიდვის უფლებით.
პაბლო ოსვალდო “საუთჰემპტონში” ამ ზაფხულს “რომადან” გადავიდა, მაგრამ ახალ გუნდში დამკვიდრება ვერ შეძლო. პრემიერლიგაში 7 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.