სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

10:53 | 23.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“იუვეს” ლუკაკუ მოუნდა

 “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი “ჩელსის” ბელგიელი ფორვარდით, რომელუ ლუკაკუთი დაინტერესდა. La Stampa-ს ცნობით, ტურინელებმა თავდასხმის ხაზის გაძლიერება ახალწვეულ ალვარო მორატას ტრავმის გამო სასწრაფოდ გადაწყვიტეს და ერთ-ერთი პირველი არჩევანი ლუკაკუზე შეაჩერეს.

ალვარო მორატა “იუვენტუსში” ჩარიცხვისთანავე, ვარჯიშზე დაშავდა და სავარჯიშო პროცესს დაახლოებით თვენახევარში განაახლებს.

 

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118472