ფეხბურთი

13:22 | 12.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსში” ზიდანი ახსენეს

არაა გამორიცხული, მომდევნო სეზონიდან, ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლეგენდარული ფრანგი ზინედინ ზიდანი ვიხილოთ. 41 წლის “ზიზუ”, რომელიც მადრიდის “რეალში” კარლო ანჩელოტის თანაშემწედ მუშაობს, მთავარმწვრთნელობითაა დაინტერესებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი ფეხბურთელის მწვრთნელად ხილვის სურვილი ფრანგულ “ბორდოს” აქვს, მაგრამ როგორც იტალიური მედია ირწმუნება, ზიდანის დანიშვნა ტურინის “იუვენტუსსაც” სურს. ამ შემთხვევაში, ფრანგისთვის პრიორიტეტული “ბებერი სინიორა” იქნება.

თავის მხრივ, “იუვენტუსის” ამჟამინდელი მწვრთნელი ანტონიო კონტე მოტივაციის ნაკლებობას უჩივის და კარიერის სხვა ქვეყანაში გაგრძელება სურს. შესაბამისად, ტურინელები მის შემცვლელზე უკვე ამუშავდნენ.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120648