ტურინის “იუვენტუსმა” ლონდონის “ტოტენჰემის” შემტევის – ერიკ ლამელას შესაძენად მუშაობა დაიწყო. იტალიური პრესის ცნობით, 21 წლის არგენტინელის სანაცვლოდ, იტალიელები ინგლისელებს თავდამსხმელ მირკო ვუჩინიჩს სთავაზობენ.
აღსანიშნავია, რომ თავად სამხრეთამერიკელი ნისლიან ალბიონზე ბედნიერი არაა და იტალიაში დაბრუნება სურს. ამის შესახებ ლამელას მამამ ღიად განაცხადა.
ცნობისათვის, არგენტინელის შეძენა მილანის “ინტერსა” და რომის “ლაციოსაც” სურთ.