ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა უკანახაზელ ჯორჯო კიელინის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკება უახლოეს პერიოდში დაიწყება.
როგორც ირკვევა, “ბებერი სინიორა” 29 წლის მცველს ახალ ხელშეკრულებას მომდევნო კვირაში შესთავაზებს. კიელინის ტურინელებთან მოქმედი კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს.
ცნობისათვის, კიელინი “იუვენტუსში” 2005 წლიდან თამაშობს და მის ანგარიშზე 250-ზე მეტი მატჩია.