ტურინის “იუვენტუსი” მადრიდის “რეალის” შუახაზელის – ჩაბი ალონსოს შეძენას იანვრის სატრანსფერო სეზონში ეცდება. Tuttosport-ის ცნობით, ტურინელები მადრიდელებს 31 წლის ესპანელის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართავენ.
იტალიელები ნახევარმცველს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ. ამ ხნის განმავლობაში, ალონსო 9 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
აღსანიშნავია, რომ ალონსოს მადრიდელებთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. აქედან გამომდინარე, მისი გასხვისება “რეალის” ინტერესებშიცაა.